|
Georgian Telemedicine Union
(GTU)
Concepts |
![]() |
|
საქართველოში ეროვნული ელექტრონული ჯანდაცვის ქსელის ჩამოყალიბების კონცეფცია წინამდებარე კონცეფცია შემუშავებულია 2005 წლის 7 აპრილის მსოფლიო ჯანმრთელობის 59-ე ასამბლეაზე (A58/21) მიღებული ელექტრონული ჯანდაცვის განახლებული სტრატეგიის (Provisional agenda item 13.17) ძირითადი დებულებების და რეკომენდაციების გათვალისწინებით. უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში აღინიშნა არადამაკმაყოფილებელი სამედიცინო-დემოგრაფიული სიტუაცია, დაბალი შობადობა, სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შემცირება და ა.შ. ჯანმრთელობის მდგომარეობის მახასიათებელთა გაუარესება, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებში აღინიშნება. სოციალურ-ეკონომიკური მიზეზების გარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლების გაუარესება საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებული რთული სიტუაციითაც არის განპირობებული. ცნობილია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ხასიათდება სამედიცინო დახმარების რეალიზების ეტაპობრივობის პრინციპის დარღვევით, მისი პირველადი, მეორადი და მესამეული დონეების დისპროპორციით, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ნაკლებობით და ა.შ. საქართველოს ჯანდაცვის სფეროს რეფორმის აუცილებელ ამოცანებს სამედიცინო-სანიტარული დახმარების დონის და ხარისხის ამაღლება და ექიმთა კვალიფიკაციისა და მოქმედების ეფექტურობის ამაღლება წარმოადგენს. ამისათვის აუცილებელია ჯანდაცვის სფეროს ახალ მეთოდოლოგიურ დონეზე გადაყვანა, რომელიც სწრაფად განვითარებადი მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია, ეფექტურია და პერსპექტიულია ელექტრონული ჯანდაცვის გამოყენება, რაც ტელე-კომუნიკაციური შესაძლებლობების გამოყენებით სამკურნალო-დიაგნოსტიკური კონსულტაციების, ჯანდაცვის სფეროში მენეჯერული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება-ჩატარებას ითვალისწინებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის მიერ ელექტრონული ჯანდაცვის შესახებ გამოქვეყნებული ერთობლივი რეკომენდაციების (SG 2.6-98) თანახმად, ელექტრონული ჯანდაცვა ეროვნული ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრა-რეალიზების ინტეგრალურ კომპონენტს წარმოადგენს. ის წარმატებით გამოიყენება:
წინამდებარე კონცეფციის მიზანს საქართველოს ჯანდაცვაში დისტანციური სამედიცინო დახმარების და სწავლების მეთოდების დანერგვა და ეროვნული ელექტრონული ჯანდაცვის ქსელის ჩამოყალიბება წარმოადგენს. თავის მხრივ, ეროვნული ელექტრონული ჯანდაცვის ქსელის ჩამოყალიბების ძირითად მიზანს სახელმწიფოს ერთიანი სამედიცინო საინფორმაციო სივრცის შექმნა წარმოადგენს. ქვეყანაში ეროვნული ელექტრონული ჯანდაცვის ქსელის ჩამოყალიბება ერთიანი მონაცემთა ბაზის რეალიზებას, ჯანდაცვის მართვის სისტემაში თანამედროვე სამედიცინო საინფორმაციო სისტემების დანერგვას უზრუნველყოფს. საქართველოში ელექტრონული ჯანდაცვის ქსელის ჩამოყალიბების აუცილებლობას განაპირობებს:
ეროვნული ელექტრონული ჯანდაცვის კონცეფციის რეალიზება უზრუნველყოფს:
საქართველოს ეროვნული ელექტრონული ჯანდაცვის ქსელი ორგანულად შეუთავსდება ქვეყნის საინფორმაციო-კომუნიკაციურ ინფრასტრუქტურას და მაქსიმალურად გამოიყენებს არსებულ რესურსებს. წინამდებარე კონცეფცია ითვალისწინებს ტექნიკური და პროგრამული შესაძლებლობების უნიფიცირებას მათი უპირობო თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით. წინამდებარე კონცეფციის რეალიზება შემდეგი აქტივობების ეტაპობრივ განხორციელებას გულისხმობს:
ელექტრონული ჯანდაცვის შესაძლებლობების მაქსიმალური ეფექტურობით გამოიყენება ზემოდასახელებულ აქტივობათა შეთავსებით მიიღწევა:
საქართველოში ეროვნული ელექტრონული ჯანდაცვის ქსელის ჩამოყალიბების კონცეფციის რეალიზების მოსალოდნელი შედეგებია:
|
Copyright © 2004-2010 - Georgia
Telepathology - All Rights reserved (Last Edition:
2011-10-13)
Web hosting courtesy of Dr. Francisco G. La Rosa:
TelePathology
Consultants,
P.C.
& InterWebPages