Georgian Telemedicine Union (GTU)

Telepathology

Georgian Telemedicine Union (GTU)

 

Home    eLearning   Telepathology    Cases     ISfTeH    Members    Contacts    Projects    Conferences    Concepts

 

ტელემედიცინა სულ უფრო მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ტელეპათოლოგია ტელემედიცინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და ამავე დროს წარმატებული მიმართულებაა. პირველი პუბლიკაციები ტელეპათოლოგიის შესახებ 1987 წელს გამოჩნდა. ტელეპათოლოგიის შესაძლებლობებს შორის შეიძლება აღინიშნოს როგორც სურათების გადაგზავნა მეორადი დიაგნოზის ან განათლების მიზნით, ასევე გაგზავნილი სურათების ინტერაქტიული განხილვის შესაძლებლობები და ვირტუალური (ონლაინ) მიკროსკოპია. ტელეპათოლოგიის გამოყენებით სამედიცინო კონსულტაციის ოპტიმალური დრო ერთი საათით განისაზღვრება. სწრაფი დიაგნოზი პაციენტის სპეციფიური თერაპიის ადრეულ დაწყებას უზრუნველყოფს. ტელეპათოლოგიასთან მიმართებით უნდა აღინიშნოს, რომ მისი შესაძლებლობები მხოლოდ დისტანციური კონსილიუმით არ შემოიფარგლება. ტელეპათოლოგია მრავალი მიზნით შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისა და ტრეინირებისთვის. საშუალო და მცირე შემოსავლების მქონე ქვეყნებში ტელეპათოლოგია სამედიცინო სფეროს განვითარების რეალურ და ეფექტურ შესაძლებლობას წარმოადგენს.

2003 წლის 18 დეკემბერს განხორციელდა პირველი ტელეპათოლოგიური კონსულტაცია.

  

Copyright ©  2004-2010 - Georgia Telepathology - All Rights reserved (Last Edition: 2011-10-13)
Web hosting courtesy of Dr. Francisco G. La Rosa: TelePathology Consultants, P.C. & InterWebPages